ჩხოროწყუში, მუხურის თემის სკოლის ეკოკლუბელებმა მდინარე ხობისწყლის სანაპირო დაასუფთავეს

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მუხურის თემის საჯარო სკოლის გუნდ "ეგრისის" წევრებმა ნიკო კეცხოველის სასკოლო კონკურსის ფარგლებში განახორციელეს მონიტორინგი სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე სისუფთავის მდგომარეობის შესახებ. 

აღმოჩნდა, რომ აღნიშნული ტერიტორია დაბინძურებული იყო სხვადასხვა სახის ნარჩენებით, მოსახლეობის ნაწილი არ იყენებს ნაგვის ურნებს.გუნდის წევრებმა (მეგი ნაჭყებია, თაკო გახარია, ილონა შენგელია, ლუკა შენგელია, ზვიად ცირდავა, ბექა გახარია, ვახტანგ ბაძაღუს, ლანა თოლორდავა, მარი ნაჭყებია, მაია მებონია) დაასუფთავეს სკოლის შემოგარენი და მდინარე ხობისწყლის სანაპირო. 

შემდეგ საკუთარი ხელით დაამზადეს საინფორმაციო ბანერები და სხვადასხვა ადგილას განათავსეს. ბანერების მიზანი გახლდათ მოსახლეობის ინფორმირება გარემოს სისუფთავის შენარჩუნებაზე.