თელავის მეორე სკოლის მოსწავლეებმა შეშის მოხმარებაზე გამოკითხვა ჩაატარეს

ზამთრის მოახლოვებასთან ერთად აქტუალური პრობლემაა ზამთარში გათბობა. კახეთის ტყეების სავალალო მდგომარეობის გამო შეშა სულ უფრო და უფრო ძვირი ღირს,ახლომახლო მოსაჭრელი ხეების რიცხვი შემცირდა და შეშას უკვე შორი მანძილებიდან ეზიდებიან.ამის გამო მოსახლეობა ხშირად გაზით გათბობას ამჯობინებს.

თელავის მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ჩაატარეს გამოკითხვა იმის შესახებ,თუ გათბობის რომელ საშუალებებს მიმართავს მოსახლეობა ზამთარში. გამოკითხულთაგან უმრავლესობა შეშით თბება, მაგრამ ზოგიერთს აქვს ე.წ სვანური ღუმელი და აცხადებს,რომ ასეთი ღუმელი სითბოს დიდი ხნით ინარჩუნებს და შეშა იზოგება. 

უმეტესობას თხელი თუნუქის ღუმელი აქვს, რომელიც სითბოს სწრაფად გასცემს და არ ინარჩუნებს, რაც შეეხება ენერგიის დაზოგვის ხერხებს ,მოსახლეობას საკმაოდ მწირი წარმოდგენა აქვს, როგორ დაზოგოს ენერგია და როგორ შეინარჩუნოს სითბო ზამთარში.