აბასთუმანი – ნახატის ავტორია, გიორგი გაგოშიძე
კურორტზე, სადაც ადიგენის მასშტაბით ზამთრის ცივი პერიოდი თითქმის რვა თვის განმავლობაში გრძელდება, მოსახლეობის ნაწილს გასათბობად შეშა ამ დრომდე არ მოუმარაგებია. აბასთუმანში ამბობენ, რომ პრობლემას საშეშე მერქნის რესურსის არასაკმარისი რაოდენობა და ტყე–კაფების მიუდგომელ ადგილებში გამოყოფა წარმოადგენს. ზამთარი სექტემბრიდან – მაისამდე და გათბობისთვის ერთადერთი და ისიც არასაკმარისი საშუალება.
აბასთუმნის მოსახლეობა საშეშე მერქნის მოარაგებასთან დაკავშირებულ პრობლემებზე ჩივის. ადიგენის თითქმის ყველა სოფლის მაცხოვრებელების მსგავსად, მათთვისაც დაბრკოლებაც ტყე–კაფების მიუდგომელ ადგილებში გამოყოფა წარმოადგენს. მიუხედავად იმისა, რომ მუნიციპალიტეტის მასშტაბით, აბასთუმანში ზამთრის პერიოდი ყველაზე დიდიხანს გრძელდება, ადგილობრივებს ტყიდან მხოლოდ 7 კუბური მეტრი შეშის გამოტანა შეუძლიათ. დასახლება მაღალმთიანობის სტატუსით არ სარგებლობს.
კურორტის საერთაშორისო მნიშვნელობის მიუხედავად, აბასთუმანში ამ დრომდე არ დაწყებულა გაზიფიცირების პროცესი. შესაბამისად, გათბობისათვის ერთადერთი საშუალება საშეშე მერქანია. დაბაში არსებული ტყის რესურსით არა მხოლოდ აბასთუმნის, არამედ მიმდებარე სოფლების მაცხოვრებლებიც სარგებლობენ. ადგილობრივები ამბობენ, რომ საშეშე მერქნის ტყე–კაფებიდან გამოტანა გაცილებით ძვირი უჯდებათ.
საშეშე მერქანთან დაკავშირებით, აბასთუმანში არსებულ პრობლემებზე ,,მე–9 არხთან“ სამცხე–ჯავხეთის სატყეო სამსახურის უფროსმა მეტყევემ ისაუბრა. ლევან თედიაშვილის თქმით, ისინი მხოლოდ ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ განსაზღვრული მონაცენებით სარგებლობენ.
სამცხე–ჯავახეთში ზამთრის ცივი პერიოდი დაწყებულია. მუნიციპალიტეტის ყველაზე მაღალ ზონებში თოვლი უკვე მოვიდა, თუმცა მოსახლეობის ნაწილს საშეშე მერქანი მომარაგებული არ აქვს. პროცესს, როგორც მიუვალ ადგილებში ტყე–კაფების გამოყოფა, ასევე ბილეთების დაგვიანებით გაცემა და სატყეო რესურსის არასაკმარისი ოდენობა აფერხებს.
https://www.youtube.com/watch?v=hDRnCItXmPA