ბაღდათის სოფელ როკითში ნიკო კეცხოველის პრემიის შესახებ კონფერენცია გაიმართა

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ როკითის ეკოკლუბის წევრებმა და ხელმძღვანელმა მაია აბდალაძემ მოაწყვეს კონფერენცია სახელწოდებით „ნიკო კეცხოველის კვალდაკვალ“. კონფერენცია გახსნა კლუბის ლიდერმა ნანა ლაბაძემ თავისივე მომზადებული სტატიით. კონფერენციაში აქტიურად იყო ჩართული კლუბის სხვა წევრებიც. 

თათია ჩუბინიძემ დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა ანგარიში მაღალმთიანი აჭარა-გურიის ტურის შთაბეჭდილებების შესახებ, ლუკა ზივზივაძემ აჩვენა ტურის დროს გადაღებული სურათების ფოტოკოლაჟი „ ნიკო კეცხოველის გზა“, ხოლო გოგა გორგოძემ ისაუბრა კლუბის მიერ GOOGLE MAP-ზე შექმნილი ახალი ტურისტული მარშრუტის შესახებ. მარშრუტი: „ნიკო კეცხოველის გზა“-მთიანი აჭარა-გურია და აღნიშნა, რომ ეს არის მარშრუტი, რომელიც ყველა ქართველმა უნდა ნახოს, მეორედ დაბრუნების რწმენით. 

დამსწრე საზოგადოება დაინტერესდა ახალი ტურისტული მარშრუტით და სურვილი გამოთქვეს თვითონაც დალაშქრონ მაღალმთიანი აჭარა. კონფერენციის ბოლოს სიტყვით გამოვიდა სკოლის დირექტორი, ლელა ქარაია და მადლობა გადაუხადა ეკოკლუბსა და მის ხელმძღვანელს მაია აბდალაძეს გაწეული დიდი შრომით მიღწეული შედეგისთვის და წარმატებები უსურვა ნიკო კეცხოველის პრემიის მოპოვებაში. 

როკითის სკოლა მადლობას უხდის „Global Forest Watch in Georgia”-ს, პროექტის ეროვნულ კოორდინატორს ქალბატონ ეკატერინე ნაკაშიძეს დიდი ნდობისთვის და ფინანსური დახმარებისთვის და ორგანიზაცია CENN -ს მეტი შესაძლებლობების დანახვაში.