თბილისის "ქართულ სასწავლებელში" "სურსათის მსოფლიო დღე" აღინიშნა

თბილისის „ქართული სასწავლებლის“ მდგრადი განვითარების კლუბის წევრებმა 17 ოქტომბერს, სიღარიბის ლიკვიდაციისათვის ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მე-5 კლასის მოსწავლეებთან ჩაატარეს გაკვეთილი „როგორ ვებრძოლოთ სიღარიბეს“. 

გუშინ კი კლუბის წევრებმა „სურსათის მსოფლიო დღე“ აღნიშნეს. შესაბამისად, გაკვეთილის მიზანი იყო მდგრადი განვითარების პირველი და მეორე მიზნის ერთმანეთთან დაკავშირება. არა სიღარიბეს და არა შიმშილს. 

აქტივობის მიზანი იყო ბავშვებისთვის მდგრადი განვითარების მიზნების მნიშვნელობების გააზრება. ბავშვების ნამუშევრები კი მიუთითებს იმაზე, რომ კლუბის წევრები თავადაც აცნობიერებენ პრობლემას და იღებენ პასუხისმგებლობას, რომ მიღებული ცოდნა სხვებსაც გაუზიარონ.