კვლევა: რა მასშტაბით მოიხმარს გენმოდიფიცირებულ პროდუქტებს ქობულეთის სოფელ ალამბრის მოსახლეობა

ქობულეთის სოფელ ალამბრის საჯარო სკოლის ეკოკლუბ "ჩვენ და გარემოს" წევრების მიერ ჩატარდა კვლევა თემაზე; "ალამბრის მოსახლეობის დამოკიდებულება გენმოდიფიცირებული პროდუქტების მოხმარებაზე" ეკოკლუბელებმა გაინაწილეს სამუშაო და სოფლის სხვადასხვა მიმარულებით აწარმოეს გამოკითხვები. 

გამოკითხვების საფუძველზე ყოველი მე-10 ალამბრელი საკვები პროდუქციის შეძენისას თითქმის ყოველთვის ცდილობს გაარკვიოს გენმოდიფიცირებულია თუ არა პროდუქტი, იგივე რაოდენობა არ აქცევს ყურადღებას ამ საკითხს. საინტერესოა რომ საკვები პროდუქტების წარმოშობის საკითხი ქალებისათვის უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე მამაკაცებისთვის. პროდუქტების შეძენისას ისინი მეტად ამახვილებენ ყურადღებას 

გენმოდიფიცირებულია პროდუქტი თუ არა და მამაკაცებთან შედარებით, მეტი ქალი თვლის რომ ამ ტიპის საკვები საზიანოა ჯანმრთელობისთვის. ზოგადა გენმოდიფიცირებულ პროდუქციას ჯანმრთელობისთვის საზიანოს მიიჩნევს ალამბრელების 75% თუმცა საინტერესოა , რომ შფოთვის ხარისხი ასაკის მატებასთან ერთად იზრდება. 

უფროსი ასაკის მოქალაქეებს მეტად აღელვება ბაზარზე გენმოდიფიცირებული საკვები პროდუქტის არსებობა. შეძენისას თითქმის ყოველთვია ვამოწმებ გენმოდიფიცირებულია თუ არა პროდუქტები 20% ხშირად ვამოწმებ 5% იშვიათად ვამოწმებ 5% არასდროს ვამოწმებ 50% მიჭირს პასუხია გაცემა 20% კვლევა ჩატარდა ალამბრის მუნიციპალიტეტში, შემთხვევითი შერჩევია გზით 400 ზრდასრულ ალამბრელს შორის.