მცხეთა-მთიანეთში, სოფელ გუდაურის საჯარო სკოლის გუნდმა გამართა სამუშაო შეხვედრა თემაზე - ქალი და მდგრადი განვითარების მიზნები. აღნიშნულ საკითხზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა სოფლად მცხოვრები ქალების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით.
კლუბის წევრები გაეცნენ ინფორმაციას, რომ ეს დღე დაწესებულია 2008 წელს გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ, რომელიც აღიარებს სოფლად მცხოვრებ ქალთა წვლილს ადგილობრივ განვითარებასა და სოფლის მეურნეობაში, საკვების უსაფრთხოების გაჯანსაღებასა და სიღარიბის დაძლევაში.
გუნდმა დაგეგმა ამ დღესთან დაკავშირებული ღონისძიებები. დაიგეგმა პარტნიორ სკოლასთან "ქართულ სასწავლებელთან" ერთად ჩატარდეს თემებისა და ნახატების კონკურსი. ჩატარდეს სოფლად მცხოვრებ ქალთა გამოკითხვა. გუნდი მომავალშიც იმუაშავებს ამ საკითხთან დაკავშირებით.