ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ლელოვნის საჯარო სკოლა ზამთარს კვლავ შეშის ღუმელებით ხვდება. შესაბამისად, ადიგენის სკოლა მომარაგდა საჭირო შეშით. ლელოვანის სკოლის ეკოკლუბელები დაინტერესდნენ სკოლაში მოტანილი შეშის სახეობებითა და მათი მდგომარეობით.
ბავშები გაესაუბრენ მეტყევესა და მეწარმეს რომელიც ახორციელებდა შეშის ტრანსპორტირებას. შეხვედრისას მათ აღნიშნეს, რომ სკოლების უმეტესობა მატ მიერ იქნა მომარაგებული, თითოეული ხე კი წინასწარ იყო შესწავლილი, დანომრილი და დაავადების ხარისხის მიხედვით იქნა მათზე წრის ნებართვის გაცემა.
"შეშის 97% წიწვოვანი ჯიშის ხეებია, ძირითადად ფიჭვი და ნაძვი. 3% კი სხვადასხვა სახის ფოთლოვანი ხის სახეობები, რომლების გამხმარ მდგომარეობაში იყო“ - აღნიშნა მძღოლმა, რომელმაც რაიონის 25 სკოლიდან 15 სკოლა მოამარაგა შეშით.
ლელოვნის სკოლის მოსწავლეებმა ხის მორებს გააცალეს ქერქი და მასზე დაკვირვება აწარმოეს. შეუიარაღებელი თვალითაც ნათლად ჩანდა მაავნებელის, ლაფნიჭამიას არსებობა. იმ ადგილზე კი სადაც მორები ეყარა რამდენიმე დღის შემდეგ ნიადაგზე გაჩნდა ფხვიერი მასა, რაც იმის ნიშანი იყო, რომ მავნებლები კვლავ აგრძელებდნენ ცხოვრებას უკვე საშეშედ გამზადებულ ხის მორებში.