ამბროლაურის N1 სკოლის ეკოკლუბელები, რაჭა-ლეჩხუმში გარემოს დაცვის დეპარტამენტის უფროსს შეხვდნენ

10 ოქტომბერს, რაჭაში, ამბროლაურის N1 საჯარო სკოლის ეკოკლუბელები ესტუმრნენ გარემოს ბუნებრივ ღირებულებათა დეპარტამენტს რაჭა-ლეჩხუმში. გაესაუბრნენ და რამოდენიმე კითხვაც დაუსვეს დეპარტამენტის დირექტორს. კითხვები ეხებოდა: ბრაკონიერობას, ხეტყის უკანონო ჭრას და გარემოს დაცვით ღონისძიებებს. 

"გარემოს დაცვითი დეპარტამენტის დირექტორმა, მოგვიწოდა გვეთანამშრომლა მათთან და მსგავსად 2015 წლისა, წელსაც მოგვეწყო შაორის მიმდებარე ტერიტორიაზე დასუფთავებითი ღონისძიება. ასევე სატყეო სამსახურთან ერთად გვსურს ახალი ნერგებით განვაშენიანოთ თლუღის ან შაორის მეწყრული წერტილები" - აცხადებს, ამბროლაურის N1 სკოლის ეკოკლუბის ლიდერი, ხვთსავარ საგანელიძე.