დაბა ლაითურის სკოლაში ეკო-თამაში "ფრინველების მიგრაცია" გაიმართა

ოზურგეთის დაბა ლაითურის საჯარო სკოლის ეკოკლუბ "მწვანე თაობის" ორგანიზებით სკოლის ეზოს მოედანზე, ღია ცის ქვეშ ეკო-თამაში "ფრინველების მიგრაცია" გაიმართა, რომელიც საბუკოს გუნდმა მოამზადა და სკოლებს მიაწოდა. თამაშის მიზანი მოსწავლეთა მიერ იმ საფრთხეების გააზრება, რომელთა წინაშეც გადამფრენი ფრინველები დგანან და დანიშნულების ადგილამდე მშვიდობით მისვლა იყო. 

თავდაპირველად კლუბის კურატორმა მასწავლებელმა მონაწილე გუნდებს თამაშის წესები გააცნო, შემდეგ გუნდიდან ერთერთმა კამათელი გააგორა და თამაშიც დაიწყო. ეს იყო თავგადასავლებითა და გამოწვევებით სავსე თამაში და გუნდები  ელოდნენ რა საფრთხეები შეხვდებოდათ მიგრაციის პროცესში, ვის რა დაბრკოლება ექნებოდა დასაძლევი. სამწუხაროდ თამაში ყველა გუნდისთვის ცუდად დამთავრდა და ვერცერთმა გუნდმა ვერ შეძლო ფინიშის ხაზის გადაკვეთა სხვადასხვა მიზეზის გამო ზოგი ქორის, ზოგი ადამიანის მიერ დაღვრილი ნავთობის, ზოგი კი მონადირის მსხვერპლი გახდა. 

ბოლოს გაიმართა მსჯელობა რამ შეიძლება შეუშალოს გადამფრენ ფრინველს ხელი მიგრაციაში და რა დაეხმარება მათ მოგზაურობაში...მონაწილეებმა დაასახელეს მთავარი გამოწვევები და ერთხმად აღიარეს, რომ გადამფრენ ფრინველებს ძალიან ბევრი დაბრკოლება აქვთ დასაძლევი, როგორც თბილ ქვეყნებში გადაფრენისას, ისე სამშობლოში დაბრუნებისას. ბავშვებმა გადაწყვიტეს დაამზადონ ქაღალდის ჩიტები და დაარიგონ სკოლაში გადამფრენ ფრინველებთან დაკავშირებული საკითხების სხვა მოსწავლეების დაინტერესების მიზნით