ხარაგაულის სოფელ კიცხის სკოლის მოსწავლეებმა მდინარე საკრაულას ხეობაში წაბლის ხეების მასობრივი ხმობა დააფიქსირეს

ხარაგაულის სოფელ კიცხის საჯარო სკოლის ეკოკლუბმა "მწვანე ხელებმა" მოაწყო ლაშქრობა სოფელ ჩალხეეთში მდინარე საკრაულას სანაპიროზე. სოფელი ჩალხეეთი სოფელ კიცხიდან 10 მკ_ის მანძილზეა. სოფელი მთლიანად ტყითაა დაფარულ. აქ გავრცელებიულია წაბლის,რცხილის, რთხმელის ხის ჯიშები. 

ადრე ამ ადგილზე იქ მოსახლეობა იყო და ამიტომ ათეულობით კაკლის ხეა შემორჩენილი. სამწუხაროდ წაბლი, რომელმაც ორი წლის წინ დაიწყო გახმობა ისევ მძიმე მდგომარეობაშია. წაბლის ნაყოფი ბავშვებმა ამ ტყეში საერთოდ ვერ იპოვეს 

ლაშქრობის დროს კლუბის წევრებმა. ასკილი დაკრიფეს, მდინარის ნაპირზე პიკნიკი გამართეს, შემდეგ იქაურობაც ერთად დაასუფთავეს.

ხარაგაულის სოფელ კიცხის საჯარო სკოლის ეკოკლუბი ნიკო კეცხოველის კონკურსში მესამე წელია მონაწილეობს.