სოფელ სარეკის სკოლის ეკოკლუბელები საჩხერის გამგებელს შეხვდნენ

საჩხერის მუნციპალიტეტის სოფელ სარეკის საჯარო სკოლის ეკო-კლუბის წევრებმა ნიკო კეცხოველის სახელობის სასკოლო კონკურსის ფარგლებში მოაწყვეს სამუშაო შეხვედრა საჩხერის მუნიციპალიტეტის მერთან, ბენიამენ ფალავანდიშვილთანდა მის მოადგილეებთან.

სოფელ სარეკის სკოლის მოსწავლეებმა მერს წარუდგინეს მათ მიერ განხორციელებული გარემოსდაცვითი აქტივობები და სამოქმედო გეგმა. ისაუბრეს საჩხერის მუნიციპალიტეტში არსებულ ეკოლოგიურ პრობლემებზე.

მუნიციპალიტეტი და სკოლა თანამშრომლობას მომავალში კიდევ უფრო აქტიურად გააგრძელებენ.