ზესტაფონის სოფელ მეორე სვირში მოსწავლეებმა ბულინგის პრობლემაზე იმსჯელეს

ნიკო კეცხოველის სასკოლო კონკურსში ჩართული ზესტაფონის სოფელ მეორე სვირის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეების მიერ დაიგეგმა ბავშვთა მიმართ ძალადობა და ბულინგის განხილვა. კლუბის ლიდერის მიერ შეირჩა ჯგუფი, რომელთაც გაიარეს შესაბამის თემაზე ორგანიზაცია ,,Youth 2 Georgia”, მიერ დაგეგმილი ტრენინგზე.

ტრენინგის მონაწილეებს დაევალათ გადაცემული მასალის დამუშავება და შემდეგ მოსწავლეებისათვის გაცნობა. განსაკუთრებით განხილვის საგანი გახდა ბავშვთა უფლებების დაცვა. მოსწავლეებს ძალიან მოსწონთ ცხოვრებისეული მაგალითების გაანალიზებით გარკვეულ კანონამდე მისვლა და უკუპროცესიც. 

განხილვაში აქტიური მონაწილეობა მიიღო პროექტში ჩართულმა მათემატიკის პედაგოგმა ნინო წაქაძემ. მათ ბავშვებს უამრავი პრაქტიკული მაგალითები მოუყვანეს, აჩვენეს ფილმი. კლუბის წევრებთან ერთად მოახდინეს განხილვა-გაანალიზება. მუშაობა ცოცხალი და საინტერესო გამოდგა.