აჭარაში, თხილნარის N1 სკოლის ეკოკლუბელები დასუფთავების აქციის პარალელურად, ნარჩენების სეპარაციასაც ახორციელებენ

მინდია აბაშიძის სახელობის ხელვაჩაურის სოფელ თხილნარის N1 საჯარო სკოლის ეკოკლუბის წევრებმა კიდევ ერთი მასშტაბური გარემოსდაცვითი ღონისძიება განახორციელეს და გაფართოებული ძალებით დაასუფთავეს მათი სოფლის კულტურის ცენტრის, სპორტულ-გამაჯანსაღებელი პარკისა და რეკრეაციულ-მოსასვენებელი ადგილები. 

მოსწავლეებმა კვლავ აწარმოეს ნარჩენების გადარჩევა და პლასტმასის ნარჩენები მიიტანეს გადამამუშავებელ საწარმოში. 

"ნარჩენების მართვას ყურადღებით ვეკიდებით და გვსურს ამ პროცესში ჩავრთოთ სოფლის აქტივი - თემი და დასუფთავების სამსახურები. ამიტომ ბოლო დასუფთავების აქციებს მათთან ერთად ვგეგმავთ და ვახორციელებთ" - ამბობენ თხილნარელი ეკოკლუბლები.