თბილისის N31 სკოლის ეკოკლუბელებმა გლობალურ ეკოლოგიას კედლის გაზეთი მიუძღვნეს

გაეროს მდგრადი განვითარების მიზნნების შესაბამისად, რომელში პირველ რიგში იგულისხმება დედამიწის ეკოსისტემების დაცვა, აღდგენა და მდგრადი გამოყენება, ტყეების გონივრული მართვა, გაუდაბურების აღკვეთა, ნიადაგის დეგრადაციის შეჩერება და აღდგენა-გაუმჯობესება და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება, თბილისის N31 საჯარო სკოლაში მორიგი საინტერესო გარემოსდაცვითი ღონისძიება გაიმართა.

31-ე საჯარო სკოლის ეკო-კლუბმა „დრიადებმა“ სკოლის მოწყვლადი ჯგუფის მოსწავლეებთან ერთად დაამზადა კედლის გაზეთი სახელწოდებით „გლობალური ეკოლოგია“, მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართულები ფოტომასალის მოძიებასა და მის განაწილებაში. 

კედლის გაზეთი სკოლის დერეფანში იქნება გამოიფინა.