ქარელელი მოსწავლეები აზერბაიჯანულ კულტურას და ტრადიციებს ეცნობიან

ქალაქ ქარელის სამოქალაქო განათლების პედაგოგმა თამარ გოგიჩაშვილმა, ქარელის N2 სკოლის  XI კლასის მოსწავლეების ჩართულობით ნიკო კეცხოველის სახელობის სასკოლო კონკურსის ფარგლებში საინტერესო პროექტი განახორციელა სახელწოდებით: ვიცნობ, ვაფასებ, თანავცხოვრობ!

ეს კლასი, ზოგადად ეთნიკურად ჭრელია და ხუთი ეთნიკური აზერბაიჯანელითაა წარმოდგენილი.მოსწავლეები იცნობენ აზერბაიჯანულ კულტურას, ტრადიციებს, ცხოვრების წესს, აფასებენ ერთმანეთს და თანაცხოვრობენ.აღსანიშნავია, რომ კლასში ასევე სწავლობს სსსმ მოსწავლე. 

პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაცია თემაზე - აზერბაიჯანის განსახლება და სტატისტიკა, აზერბაიჯანული სიმბოლიკა, კულტურა, წეს-ჩვეულებები,ნოვრუზ-ბაირამი, ქორწილის და დაკრძალვის ტრადიციები, სამზარეულოს თავისებურებები. 

პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართული მშობლები. სწორედ მათი დახმარებით იქნა მოძიებული აზერბაიჯანული ეროვნული საკრავი საზი, "სამოვარი“, აზერბაიჯანული ჩაი და ფახლავა. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ნიზამი განჯელის ბიოგრაფია და წაიკითხეს ლექსები. 

პარალელურად მოხდა XIკლასის მოსწავლის, ელხან მამედოვის ლექსების პრეზენტაცია როგორც ქართულ, ასევე აზერბაიჯანულ ენაზე. ღონისძიებას დიასახლისობას უწევდა ამავე კლასის აზერბაიჯანელი მოსწავლეები. მათი დახმარებით მომზადდა ჰალვა, ეროვნული კერძი დოგვა.