"ნარჩენიც რესურსია!"

"ნარჩენიც რესურსია!" - ამ სახელწოდების გაკვეთილი ჩაატარეს თბილისის N169 საჯარო სკოლის მეორე კლასში ამავე სკოლის ეკოკლუბელებმა ნინი ყრუაშვილმა, ნინი ოთარაშვილმა და ნინო თანიაშვილმა. ისინი პატარებს ესაუბრნენ ნარჩენების მართვის საკითხებზე და აუხსნეს მათ, რომ შესაძლებელია თითოეულმა მათგანმა შეიტანის წვლილი გარემოში ნარჩენების შემცირების მიმართულებით.

"ჩვეულებრივი ნარჩენი შესაძლებელია ვაქციოთ ძვირფას რესურსად და გავილამაზოთ ინტერიერი ჩვენივე ხელით შექმნილი ლამაზი ნივთებით.პატარებს ერთკვირიანი ვადა აქვთ მიცემული, ისინი დამოუკიდებლად ამზადებენ სხვადასხვა ნივთებს ნარჩენებისაგან და ემზადებიან გამოფენისათვის" - ამბაბს თბილისის N169 საჯარო სკოლის ეკოკლუბის ლიდერი, დათო ხვედელიძე.