ოზურგეთის დაბა ლაითურის სკოლაში სოფლად მცხოვრებ ქალთა დღე აღნიშნეს

15 ოქტომბერი სოფლად მცხოვრებ ქალთა საერთაშორისო დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით ოზურგეთის დაბა ლაითურის საჯარო სკოლის ეკო -კლუბ "მწვანე თაობის " წევრებმა სამუშაო შეხვედრა ჩაატარეს, სადაც წინასწარ ისაუბრეს ამ დღესთან დაკავშირებით რა ღონისძიებებს გამართავდნენ და პედაგოგის დახმარებით ერთმანეთს გააცნეს, რომ ეს დღე პირველად 2008 წლის 15 ოქტომბერს აღინიშნა. 

გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ დაფუძნებული საერთაშორისო დღე აღიარებს სოფლად მცხოვრებ ქალთა წვლილს ადგილობრივ განვითარებასა და სოფლის მეურნეობაში, საკვების უსაფრთხოების გაუმჯობესებასა და სიღარიბის დაძლევაში. 

სოფლად მცხოვრები ქალები საქართველოში, მნიშვნელოვან როლს ასრულებენ საოჯახო მეურნეობაში, მაგრამ მათი თანამონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, კვლავაც არასაკმარისია. გარდა ამისა იმსჯელეს ქალთა მდგრადი განვითარების მე-5 მიზნის აუცილებლობაზე, რომ გენდერული თანასწორობის მიღწევა და ყველა ქალისა და გოგონასთვის შესაძლებლობების გაუმჯობესება შრომითი, სოციალური და სხვა თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესია. 

საბოლოოდ შეთანხმდნენ, რომ პირველ რიგში მოიძიებენ და გაეცნობიან რეგიონში არსებულ ორგანიზაციებს, რომლებიც ამ კუთხით მუშაობენ, გამოხატავენ მათთან თანამშრომლობის სურვილს და შესაბამისად იზრუნებენ გარკვეული წვლილი შეიტანონ ქალთა როლის გაძლიერებაზე დაბაში.