შულავერის N1 სკოლის მოსწავლეებმა თბილისი-სადახლოს გზატკეცილის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს

მარნეულის მუნიციპალიტეტის რომან ზოიძის სახელობის სოფel შულავერის #1 საჯარო სკოლის ეკოკლუბმა "მიამ", ორგანიზაცია "მარნეულის ახალგაზრდულმა იდეამ" და "საქართველოს მოხალისემ" ნიკო კეცხოველის სახელობის სასკოლო კონკურსის ფარგლებში ერთობლივი გარემოსდაცვითი აქცია განახორციელეს.

აღნიშნულმა ორგანიზაციებმა სკოლის მოსწავლეებთან ერთად,  დაასუფთავეს თბილისი-სადახლოს გზატკეცილის მიმდებარე ტერიტორია, რომელიც სოფლებს: იმირსა და შულავერს შორის მდებარეობს.

მარნეულელი მოსწავლეები მგავსი ტიპის აქციებს მომავალშიც განახორციელებენ.