მარტვილის სოფელ ლეციცხვაიეს სკოლა ნიკო კეცხოველის გზაზე

გელა ჭედიას სახელობის მარტვილის მუნიციპალიტეტის ლეციცხვაიეს საჯარო სკოლაში სკოლის ეკოკლუბმა "ეკოჰარმონიამ " კეცხოველის სახელობის კონკურსის ფარგლებში შეისწავლეს გამოჩენილი ქართველი მეცნიერის, საზოგადო მოღვაწის, შოთა რუსთაველის სახელმწიფო პრემიის ლაურეატის,ბოტანიკოსის, საქართველოს ბოტანიკის ინსტიტუტის დამაარსებლის ნიკო კეცხოველის ცხოვრება და მოღვაწეობა.

"ეკოჰარმონიის" წევრებმა გამოთქვეს სურვილი კონკურსის ფარგლებში ეწვიონ საქართველოს ბოტანიკის ინსტიტუტს და დაათვალიერონ ჰერბარიუმის უძველესი და უმდიდრესი დოკუმენტაციური ფონდი. სკოლის დირექტორთან შეთანხმებით დაიგეგმა ექსკურსია ნოემბრის შუა რიცხვებში, რომელიც კეცხოველის შესახებ ბავშვებს მეტ ინფორმაციას მისცემს.