ხარაგაულის სოფელ კიცხის სკოლის ეკოკლუბმა წვიმის წყალში მჟავიანობის განსაზღვრაზე კვლევა ჩაატარა

ხარაგაულის სოფელ კიცხის სკოლის ეკოკლუბმა "მწვანე ხელებმა " ჩაატარა კვლევა წვიმის წყალში მჟავიანობის განსაზღვრაზე და აღმოაჩინა, რომ ადამიანები წვიმას მოუთმენლად ელიან , თუმცა დღეისათვის შესაძლოა წვიმა სულაც არ იყოს სიკეთის მომტანი. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ წვიმის წყალში მჟავიანობა საგრძნობლად გაზრდილია. 

ზოგჯერ ნალექებში მჟავას შემცველობა იმდენად დიდია, რომ მისი PH მაჩვენებელი 2-სა და 3-ს შორისაა. მაგალითისათვის ასეთი PH მაჩვენებილი აქვს ლიმონის წვენს და სუფრის ძმარს. მჟავა წვიმები ანადგურებს შენობა ნაგებობებს, რკინა ბეტონის კონსტრუქციებს, ზრდის ნიადაგის მჟავიანობას, სპობს მცენარეებს და ცოცხალ ორგანიზმებს წყალში და ა.შ. 

"მწვანე ხელები" დაინტერესდა თავის სოფელში მოსული წვიმის წყლით . მათ ჩაატარეს კვლევა აგვისტო სექტემბერში მოსულ წვიმაზე. 60 დღის განმავლობაში წვიმა სოფელში 8-ჯერ მოვიდა . აქედან ძლიერი ნალექით არცერთი მოსულა, ხუთი საშუალო ნალექით, ხოლო სამი სუსტი ნალექით. 

"მწვანე ხელებმა" შეაგროვა რვა ნიმუში და შეამოწმა უნივერსალური ინდიკატორის ქაღალდით. შედეგი ასეთი აღმოჩნდა: სამ სინჯარაში წყალმა ფერი იცვალა იმ დონეზე, როცა მჟავიანობა დაახლოებით 2-ის ტოლია, 2 სინჯარაში ფერი არ შეიცვალა, სამში კი ოდნავ შეიცვალა. ე.ი. დაახლოებით 50% მოსული წვიმებისა მჟავიანია, რაც იმის დასტურია, რომ ჰაერში ნახშირორჟანგის და გოგირდის ოქსიდების რაოდენობა საკმაოდ გაზრდილია.