გუდაურის სკოლაში მაკულატურის შეგროვების აქცია დაიწყო

ნიკო კეცხოველის სახელობის სასკოლო კონურსის მონაწილე ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ გუდაურის საჯარო სკოლის მდგრადი განვითარების გუნდმა დაგეგმა აქტივობა სახელწოდებით: "ერთად გავუფრთხილდეთ გარემოს", რომელიც ითვალისწინებს სკოლაში მაკულატურის შეგროვებას. 

გუდაურელმა ბავშვებმა თითოეულ კლასს გააცნეს ის ეკოლოგიური პრობლემები და საფრთხეები, რომელიც შეიძლება გამოიწვიოს ტყეების მასობრივმა გაჩეხვამ. ისაუბრეს ქაღალდის წარმოებაზე და მოსწავლეებს აუხსნეს თუ რა დადებითი შედეგი შეიძლება მოიტანოს მაკულატურის შეგროვებამ და მეორადი ქაღალდის გადამუშავებამ. 

კლუბის წევრებმა დაამზადეს ეკო-ყუთები, რომლებიც შეღებეს მწვანედ და დაურიგეს ყველა კლასს, რათა მოაგროვონ მაკულატურა და ქაღალდის შეგროვებას მონიტორინგს გაუწევს მდგრადი განვითარების კლუბი და შეგროვილ ქაღალდს გადასცემენ მაკულატურის ჩასაბარებელ პუნქტს. პროექტის განხორციელების ვადა ხანგრძლივია და ითვალისწინებს მთელი სასწავლო წლის პროცესში გამოყენებული ქაღალდის შეგროვება-გადამუშავებას.