ტყის დაცვის დღესთან დაკავშირებით ქობულეთის სოფელ ლეღვას N2 სკოლაში საინფორმაციო შეხვედრა მოეწყო

ნიკო კეცხოველის სახელობის სასკოლო პრემია 2019-ის ფარგლებში ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეღვას N2 საჯარო სკოლის ეკოკლუბმა "ბუნების ზარი" მოაწყო საინფორმაციო შეხვედრა ტყის დაცვის დღესთან დაკავშირებით. 

ბავშვებმა სკოლის ტერიტორიაზე დაარიგეს ფლაერები, სადაც იყო აღნიშნული ტყის მნიშვნელობა, ასევე მოსწავლეები ყველას ეკითხებოდნენ, თუ რა მნიშვნელობა ჰქონდა ტყეს მათთვის.

აღნიშნული აქტივობის მიზანი იყო ადამიანების ცნობიერების ამაღლება ტყის მნიშვნელობასთან დაკავშირებით და მეტი ცოდნის დაგროვება იმაზე, თუ როგორ უნდა გავუფრთხილდეთ ტყეს.