ახალციხის სოფელ ტყემლანის სკოლის მოსწავლეებმა ადგილობრივ თემთან გარემოსდაცვით პრობლემები განიხილეს

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყემლანის საჯარო სკოლის გუნდმა ნიკო კეცხოველის სახელობის სასკოლო კონკურსის ფარგლებში  გამართა შეხვედრა სოფლის თემთან, რომლის მიზანიც იყო მოსახლეობის ინფორმირებულობის გაზრდა გარემოში არსებული პრობლემებისა და გარემოს დაცვასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ. 

ტყემლანელი მოსწავლეების მიერ მოსახლეობას შეხვედრის დროს მიეწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ უკვე დამზადებულია და სოფელში სხვადასხვა ადგილზე განთავსებულია სპეციალური ყუთები, სადაც შეუძლიათ მოათავსონ მაკულატურა, რომელსაც ბავშვები ჩამბარებელ პუნქტებში თავად გადაიტანენ.