ბორჯომის სოფელ ანდეზიტის სკოლაში გაეროს მდგრადი განვითარების პირველი მიზანი განიხილეს

ბორჯომის სოფელ ანდეზიტის სკოლაში ნიკო კეცხოველის სახელობის სასკოლო კონკურსის ფარგლებში დაგეგმილ მორიგ შეხვედრაზე მოსწავლეებმა განიხილეს გაეროს მდგრადი განვითარების პირველი მიზანი.

ბავშვებმა ვრცლად ისაუბრეს სიღარიბეზე და მისი აღმოფხვროს გზებზე - თვითონ როგორც წარმოუდგენიათ პრობლემის აღმოფხვრა. ასევე გამოთქვეს სურვილები გაჭირვებული ადამიანების დასახმარებლად. მოსწავლეებმა იმსჯელეს, თუ რას გააკეთებდნენ ამ კუთხით ასაკით დიდები რომ იყვნენ.