აფხაზეთის N14 სკოლის მოსწავლეებმა სკოლის დასუფთავებასთან დაკავშირებით კვლევა ჩაატარეს

აფხაზეთის #14 საჯარო სკოლის ეკო-კლუბ კაქტუსის წევრებმა ჩაატარეს კვლევა ნარჩენების გატანისა და დრენაჟის შესახებ, წინასწარ მომზადებული კითხვარის საფუძველზე. კვლევის ავტორები იყვნენ გიორგი ჯინჯოლია და ლიზი ესართია. 

გამოკითხვა ჩატარდა სკოლის ადმინისტრაციასთან. კვლევის მიზანი. იყონარჩენების გადატანისა და დრენაჟის კუთხით სკოლაში არსებული ვითარება ,რამდენად ხშირად ხდება მყარი ნარჩენების გატანა სკოლის ტერიტორიიდან?!, იმის გარკვევა, ხდება თუ არა საპირფარეშოების გასუფთავება და დაცლა სისტემურად.

ეკო-კლუბელებმა გაარკვიეს, რომ ნაგვის გატანა ყოველკვირეულად ხდება დასუფთავების სამსახურის მიერ. სკოლის წინ არის დადგმული ნაგვის კონტეინერი, სკოლის საკლასო ოთახებში არის განთავსებული ნაგვის ყუთები. დამლაგებლები ეკო-კლუბის წევრებთან ერთად ზრუნავს სკოლის სისუფთავეზე. სკოლა მცირეკონტიგენტიანია: სულ 86 მოსწავლეა .ყავს აგრეთვე ერთი სსსმ მოსწავლე რომელიც გუნდის წევრია . პედაგოგების რაოდენობა სულ: 23 აქედან 21 ქალი და 2 მამაკაცი.