ლენტეხის სოფელ ხოფურში ბავშვებმა მათი სკოლის ეზო დაასუფთავეს

ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ,ხოფურის საჯარო სკოლის ეკოკლუბ, "ლემშვანიერას’’ წევრებმა ნიკო კეცხოველის სახეობის სასკოლო კონკურსის ფარგლებში დაასუფთავეს მათი სოფლის საჯარო სკოლის ტერიტორია, სხვადასხვა ტიპის ნაგვისგან და სარემონტო ნარჩენებისაგან.

"ხოფურის საჯარო სკოლის ეკოკლუბის წევრები მუდმივად ვუწევთ მონიტორინგს სკოლის მიმდებარე ტერიტორიას და ვცდილობთ იყოს მოწესრიგებული. ამ კუთხით კიდევ ბევრი აქტივობა გვაქვს დაგეგმილი" - აცხადებს ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოფურის საჯარო სკოლის ეკოკლუბის ლიდერი, გიორგი ფულერიანი.