ქობულეთის სოფელ ბობოყვათის სკოლის მოსწავლეებმა ნიკო კეცხოველის გზა ხიხანის ციხესთან გაიარეს

ქობულეთის სოფელ ბობოყვათის საჯარო სკოლის გუნდ ,,მუხას“ წევრებმა გადაწყვიტეს ემოგზაურათ ნიკო კეცხოველის წიგნებში რეკომენდებული მარშრუტით და ამჯერად ხიხანს ეწვივნენ.

"სხალთის ხეობის სათავეებში, სოფელ ბაკოს მახლობლად, არის დიდი ციხის, ხიხანის ციხის, კომპლექსი. აბუსერიძე ტბელის მოწმობით, ხიხანის ციხე-ქალაქი აუგიათ მეცამეტე საუკუნის პირველ ნახევარში, როდესაც ხეობა აბუსერიძეებს ეპყრათ”- ვკითხულობთ ნიკო კეცხოველის წიგნში ,,მეცხრე მთაც გადავიარეთ“. 

"ბობოყვათის სკოლის გუნდის წევრები აღაგვაფრთოვანა ხიხანის ციხე-ქალაქის ნახვამ. წინ კიდევ ბევრი საინტერესო ტურისტული მარშრუტი გველოდება" - განაცხადა გუნდის ლიდერმა, მარიამ მანელიშვილმა.