ლანჩხუთის სოფელ ღრმაღელეს სკოლის ეკოკლუბელები ადგილობრივ თვითმართველობას წყალდიდობის პრობლემის პრევენციისკენ მოუწოდებენ

გურიაში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ღრმაღელის საჯარო სკოლის ეკოკლუბ "ბუნების ქომაგების" წევრები დაინტერესდნენ სოფელ ღრმაღელის გარემოსდაცვითი პრობლემებით. მოსწავლეებმა ყურადღება გაამახვილეს კი იმ ფაქტზე, რომ 17 სექტემბერს წვიმის შედეგად დაიტბორა საცხოვრებელი სახლები, საკარმიდამო ნაკვეთები, დაზიანდა გზები. წვიმამ სკოლის ტერიტორიის დატბორვაც გამოიწვია. 

ამ პრობლემასთან დაკავშირებით, ეკოკლუბელები გაესაუბრნენ ადგილობრივ თვითმართველობას და გაარკვიეს, რომ ღრმაღლის ტერიტორიაზე მიმდინარეობს წყლის მილების (არხების), გაყვანა. რაც მომავალში სახლებისა და სკოლის ტერიტორიებს დატბორვისაგან დაიცავს. ამ ეტაპზე კი პრობლემა ჯერ ისევ მოუგვარებელია.

სოფელ ღრმაღელის სკოლის ეკოკლუბი ნიკო კეცხოველის სახელობის სასკოლო კონკურსში შარშან ჩაერთო.