თბილისის "ქართულ საწავლებელში" ეკოლოგიის საკითხებზე დისკუსია გაიმართა

თბილისის „ქართული სასწავლებლის მდგრადი განვითარების კლუბის წევრებმა ამავე სკოლის მეექვსე კლასელებთან გამართეს შეხვედრა. შეხვედრის დროს მსჯელობა წარიმართა თემაზე „მაშინ და ახლა“. ბავშვებმა იმსჯელეს იმაზე, თუ კაცობრიობის განვითარების პარალელურად როგორ ვითარდება დედამიწა? რა ცვლილებები განიცადეს დედამიწის ეკოსისტემებმა? 

შეხვედრა დისკუსიის ფორმატში წარიმართა და გადაწყდა, რომ ამ თემის გარშემო მოსმენილ, ნაფიქრს და ნააზრევს მოსწავლეები ფურცელზე გადაიტანენ..შემდეგ კი მოეწყობა გამოფენა. 

აღნიშნული აქტივობა ემსახურება მდგრადი განვითარების შემდეგ მიზნებს: 15: დედამიწის ეკოსისტემების დაცვა, აღდგენა და მდგრადი გამოყენება, ტყეების გონივრული მართვა, გაუდაბურების აღკვეთა, ნიადაგის დეგრადაციის შეჩერება და აღდგენა-გაუმჯობესება, ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება.