თბილისის N31 სკოლის ეკოკლუბის აქტივობებით ბეჭდური პრესა დაინტერესდა

ნიკო კეცხოველის პრემიის ფარგლებში თბილისის N31 სკოლის ეკო-კლუბი დრიადები მრავალი გარემოსდაცვითი აქტივობისა და ღონისძიების ინიციატორია. აქტიურად აქვთ კონტაქტი ორგანიზაციებთან და სკოლებთან. 

მორიგ სამუშაო შეხვედრაზე განხილულ ერთ-ერთ მთავარ საკითხად სწორეს მედია გაშუქება დასახელდა. ეკო-კლუბმა მოიძია წყარი რომელიც უზრუნველყოფს გუნდის მიერ ჩატარებული პროექტებისა და ღონისძიებების გაშუქებას. 

გაზეთი „სახალხო განათლება“ ეკო-კლუბს დათანხმდა სტატიის დაბეჭდვასა და ამის შემდგომ აქტიურ თანამშრომლობაზე. სტატია ასახავს ნიკო კეცხოველის პრემიაში მონაწილე 31-ე საჯარო სკოლის აქტივობებს , უკვე დაბეჭდილია, ეკო-კლუბელები მას ოთხშაბათს მიიღებენ.