ბაღდაღის სოფელ როკითის სკოლაში გარემოს დანაგვიანების მიზეზებზე იმსჯელეს

იმერეთში, ბაღდათის სოფელ როკითის საჯარო სკოლის ეკოკლუბმა მასწავლებელ ლელა ქარაიას დახმარებით დაწყებით კლასებში ჩაატარა სემინარი თემაზე "სუფთა და დანაგვიანებული გარემო“. ამ სემინარის მიზანი იყო გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება და სოციალური პასუხისმგებლობის გაზრდა. 

მოსწავლეებმა გააცნობიერეს გარემოს დანაგვიანებით გამოწვეული საფრთხეები და გამოიმუშავეს მზრუნველი დამოკიდებულება გარემოსადმი. განასხვავეს გარემოსადმი ადამიანის სასარგებლო და საზიანო ქმედებები, ჩამოუყალიბდათ გარემოსდაცვითი ქცევის წესები. შექმნეს „საშიშროებათა დრაკონი“ და პლაკატები შესაბამისი მოწოდებებით. 

ეს აქტივობა შეესაბამებოდა მდგრადი განვითარების მიზნებს: 15: დედამიწის ეკოსისტემები,  4: ხარისხიანი განათლება და 12: გონივრული მოხმარება და წარმოება.