თბილისის N84 საჯარო სკოლის ეკოკლუბ Eco Friends-ის წევრები პანდემიის დაწყებამდე ჩაერთვნენ ახალ აქტივობაში, რომლის მთავარი მიზანია იყო სოციალური ინკლუზიის განვითარება სკოლებში. "ეკო მეგობრები" შეუერთდნენ ამ ახალ გამოწვევას და დაიწყეს თანამშრომლობა N202-ე უსინათლო ბავშვთა საჯარო სკოლასთან. ერთი კვირის განმავლობაში ეკოკლუბის წევრები დამეგობრებულ სკოლას სტუმრობდნენ და უსინათლო თანატოლებს გადადგილებასა და ხელნაკეთი ნივთების დამზადებაში ეხმარებოდნენ.
მოსწავლეებმა დაგეგმეს და განახორციელეს:
"განათლების მიღების მეორე შესაძლებლობა სოციალური ინკლუზიით " - ამ ინიციატივის ავტორია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, რომელიც მოუწოდებს სკოლებს გახადონ ბავშვები მეტად ინფორმირებულები და გაზარდონ მათი ჩართულობა ინკლუზიურ განათლებაში.