ვახტანგ პაპუნიძის სახელობის დაბა ქედის საჯარო სკოლასთან არსებული ეკოკლუბ "კოინდარის" წევრებმაა, ლაშა შარაძემ, მია დიასამიძემ და სალომე თურმანიძემ გარემოს დაცვისა და ნარჩენების შემცირების მიზნით განახორციელეს მორიგი აქტივობა სახელწოდებით: "აჩუქე ახალი სიცოცხლე".
აქტივობის ფარგლებში ძველმა უკვე გამოუსადეგარმა ნივთებმა ახალი სიცოცხლე შეიძინეს. ეკოკლუბელებმა დაამზადეს დეკორატიული და გასართობი ნივთები: ყვავილის ქოთანი, დეკორატიული თეფში, იო-იო და ა.შ.
გამოყენებული ნივთები:
დაბა ქედის სკოლის ეკოკლუბელები საზოგადოებას შეახსენებენ, რომ უნდა ვიცოდეთ რომ გამოუსადეგარი ნივთები პირდაპირ არ უნდა მოვიშოროთ ნაგავში, მათ ჩვენ ახალი სიცოცხლე უნდა ვაჩუქოთ, რადგან ეკოლოგიურ პირამიდაში ნარჩენის ნაგავსაყრელზე განთავსება ყველაზე ბოლო საფეხურია, ამასთან ერთად ასეთი ქმედება ხელს შეუწყობს პლასტმასას შემცირებას. ყოველივე ეს აისახება ეკოლოგიაზე.