წინანდლელმა ეკოკლუბელებმა ნიკო კეცხოველის მიერ დაარსებული ბაწარა-ბაბანეურის ნაკრძალი მოინახულეს

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდლის სკოლის ეკოკლუბის წევრებმა და მოხალისეებმა გაიარეს ნიკო კეცხოველის მიერ გავლილი ერთ-ერთი მარშრუტი და მიუნახულეს ულამაზესი პანკისის ხეობა თვალმწარტაცი პეიზაჟებით. ისინი შემეცნებითი და სათავგადასავლო მიზნით ასევე ეწვივნენ ბაწარა-ბაბანეურის სახელმწიფო ნაკრძალს, რომელიც გამოირჩევა თავისი უნიკალური ფლორითა და ფაუნით.  აღნიშნული დაცული ტერიტორიის მონახულება სახელმწიფო ნაკრძალების ადმინისტრაციის დირექტორის, და ბუნებრივი რესურსების სპეციალისტის თანადგომით შეძლეს,

წინანდლელმა ეკოკლუბელებმა ამ ვიზიტის ფარგლებში მოინახულეს ამ დაცული ტერიტორიების ბიომრავალფეროვნება, გაიგეს ბევრი რამ აქ წარმოდგენილ უნიკალურ ფლორის და ფაუნის წარმომადგენლებზე. რეინჯერისაგან მოისმინეს სასარგებლო რჩევები და დაცულ ტერიტორიაზე გადაადგილების წესები.

ეკოკლუბელებს საშუალება ქონდათ თავიაანთი თვალით ენახანათ ნიკო კეცხოველის მიერ დაარსებული ბაბანეურის ნაკრძალი და იქ წარმოდგენილი რელიქტური რცხილაფოტოლა ძელქვის უნიკალური ხე-მცენარეები. თუმცა ისინი შეწუხდნენ, როცა მოინახულეს რელიქტური კოლხური ბზის კორომი (რომელიც ძლიერ დაზიანებულია და შველა ჭირდება) ბაწარის ნაკრძალში, მათ მოინახულეს უთხოვრის კორომი.

ეკოკლუბელებმა ასევე შეიტყვეს, რომ მდინარე ბაწარა მდიდარია წითელკოპლებიანი კალმახით, რომელიც წითელ წიგნშია შეყვანილი.