სენაკელმა ბავშვებმა მეორადი მოხმარების ნივთებისგან სუვენირები დაამზადეს

სენაკის მინდა ალექსი შუშანიას მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზია ყველა სხვა სკოლისგან, შეიძლება ითქვას იმით განსხვავდება, რომ ,,კეცხოველის პრემია-2019“-ში მთელი სკოლაა ჩართული. ყოველ დღე მოდიან სხვადასხვა კლასის მოსწავლეები და ,,ECO-R” - ს სთავაზობენ საკუთარ აქტივობებს კონკურსისთვის. ეს სოლიდარობა მათ ეხმარებათ ცნობიერებაში და ეკო-უნარების ჩამოყალიბებაში.

ეკოკლუბელების. ამჯერად დახმარება გადაწყვიტეს II კლასის მოსწავლეებმა. მათი აქტივობა ეხებოდა მეორადი მოხმარების ნივთებისგან სუვენირების დამზადებას. კლუბის წევრებს განუცხადეს, რომ პრეტენზია აქვთ იყვნენ ,,მწვანე მომხმარებელი“ და ამას საქმით დაამტკიცებდნენ. 

ეკო-კლუბის წევრები დაპატიჟეს საკუთარ საკლასო ოთახში და მათთან ერთად შეუდგნენ საქმეს. მოსწავლეები ჯგუფებად იყვნენ დაყოფილი და ყველა ჯგუფი საკუთარი იმპროვიზაციით ამზადებდა ნივთებს. აქტივობამ შეჯიბრის სახეც კი მიიღო, თუმცა ,,ECO-R”-მა თავი შეიკავა გამარჯვებულის გამოვლენისგან, რადგან ყველა ნივთი იმდენად ლამაზი და კრეატიული იყო, არავის დაწყვიტეს გული. დღეს უკვე მათი დამზადებული სუვენირები სხვადასხვა საკლასო ოთახს ამშვენებს. 

ამ აქტივობით მოსწავლეები გამოეხმაურნენ მდგრადი განვითარების მე- 15 მიზანს, რაც მდგომარეობს დედამიწის ეკოსისტემების დაცვაში, აღდგენასა და მდგრად გამოყენებაში.