ფოთის სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეებმა გარემოსდაცვითი თემატიკის კედლის გაზეთი დაამზადეს

ქალაქ ფოთში, შპს "თამარ ფაჩულიას საავტორო სკოლა-გიმნაზიის“ ეკოკლუბ ,,oxygeni”- ს წევრებმა 4 ოქტომბერს აღნიშნეს ცხოველთა დაცვის საერთაშორისო დღე და მათი პედაგოგის, ანჟელიკა ნადირაშვილი-გოგიას ხელმძღვანელობით მოამზადეს კედლის გაზეთი.

მოსწავლეების მიერ დამზადებული გარემოსდაცვითი თემატიკის კედლის გაზეთი განთავსდა თვალსაჩინო ადგილას, რამაც სკოლის მოსწავლეთა დაინტერესება გამოიწვია. ბიოლოგიის მასწავლებელმა ლელა სილაგავამ გიმნაზიის მოსწავლეებს გააცნო წითელ წიგნში შეტანილი ცხოველთა სახეობები, ესაუბრა თუ რაოდენ დიდია მათი თუნდაც მცირე უმნიშვნელო შეტანილი წვლილი ცხოველთა სახეობების შენარჩუნებასა და დაცვაში.

"თამარ ფაჩულიას საავტორო სკოლა-გიმნაზიის“ ეკოკლუბი ნიკო კეცხველის სახელობის სასკოლო კონკურსის ახალი მონაწილეა.