სენაკის სკოლა-გიმნაზიაში გადამფრენი ფრინველების საერთაშორისო დღე აღნიშნეს

სენაკის სკოლა-გიმნაზიის ეკო-ლუბი აგრძელებს ონლაინ რეჟიმში აქტივობებს. ამჯერად, გადაწყვიტეს აღენიშნათ გადამფრენი ფრინველების დღე.

ეკოკლუბს, იძულებითი არდადეგების დადგომამდე არაერთი პროექტი განუხორციელებია უმცროსკლასელებთან. მათი ერთ-ერთი მთავარი მიზანიც ეს არის. აუმაღლონ ცნობიერება უმცროს მეგობრებს და ამ საქმეში გამოიყენონ ორი წლის განმავლობაში მიღებული გამოცდილება.

ეკოკლუბის წევრები დაუკავშირდდნენ ამავე სკოლის მეოთხე კლასს და გააცნეს ინფორმაცია აღნიშნული დღის შესახებ.

გადამფრენი ფრინველების დაცვის საერთაშორისო დღე ყოველწლიური კამპანიაა, რომელიც გადამფრენი ფრინველების და მათი ადგილსამყოფელის შენარჩუნების შესახებ ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.

პატარებს დაევალათ მოეძიებინათ ინფორმაცია გადამფრენი ფრინველების შესახებ და ნახატის ან წერილობითი სახით წარმოედგინათ და შემდეგ მოეწყოთ ონლაინ პრეზენტაცია.

ეკოკლუბმა მოისმინა საკმაოდ საინტერესო პრეზენტაციები. მათი აზრით მიზანი მიღწეულ იქნა, მოზარდებმა მიიღეს ბევრი საინტერესო ინფორმაცია, რამაც მათში დადებითი ემოციები აღძრა და დაიწყეს ფიქრი იმაზე, თუ როგორ უნდა შენარჩუნდეს ფრინველების საარსებო გარემო.