12 მაისს თბილისის 169-ე საჯარო სკოლის ეკოკლუბი დაესწრო ონლაინ დისკუსიას თემაზე:"covid-19 და დღევანდელობა". შეხვედრა შედგა ქალაქ ხაშურის N7 საჯარო სკოლის ეკოკლუბის ორგანიზებით. შეხვედრას ესწრებოდნენ ნიკო კეცხოველის პრემიის მონაწილე ეკოკლუბები და ასევე მოწვეული სტუმრები.
ყურადღება გამახვილდა პანდემიის დადებით და უარყოფით მხარეებზე. იმაზე, თუ როგორ შეცვალა პამდემიით გამოწვეულმა საკარანტინე პირობებმა ადამიანებს შორის ურთიერთობები, ქცევის წესები და დაამკვიდრა განსხვავებული ღირებულებები.
დისკუსიის ორგანიზატორი ეკოკლუბის წევრებმა ხაზი გაუსვეს ეკოლოგიის კუთხით ვირუსის დადებითი ზემოქმედების მაგალითებს - ჰაერისა და წყლის გასუფთავება, ოზონის ეკრანის აღდგენა და სხვა. თუმცა აღსანიშნავია ისიც,რომ აღნიშნულ პირობებში და მდგომარეობაში ადამიანი წარმოქმნის გაცილებით მეტ ნარჩენს, რაც კიდევ უფრო დაამძიმებს ეკოლოგიურ მდგომარეობას თუ არ მოხდა ამ ნარჩენების შესაბამისი წესების მიხედვით უტილიზაცია.
დისკუსიაში აქტიურად იყვნენ ჩართულნი მოწვეული სტუმრები და ერთმანეთს გაუზიარეს საინტერესო მოსაზრებები.