ადიგენის სოფელ ლელოვნის სკოლის ეკოკლუბელებმა შეისწავლეს სოფლის მიმდებარე ტყის მდგომარეობა. ამ ეტაპისათვის გამოკითხულია 30 ოჯახი. მათ შორის მოსახლეობის მხოლოდ 2% აქვს მომარაგებული ზამთრისათვის შეშა, ისიც ნაწილობრივ. ტყეში მოსწავლეებმა აღმოაჩინეს არაერთი მოჭრილი ხე ან ხის გარკვეული ნაწილი, რომელიც მიტოვებულია როგორც ადვილად მისადგომ,ასევე ძნელად მისადგომ ადგილებზე.
მოსახლეობისათვის საწვავი შეშის "ბილეთის“ მიღება საკმაოდ ძნელია, რაც განაპირობებს უკანონო ჭრის ფაქტებს. თუმცა ტყეში საინტერესო და სასიამოვნო სანახავია ახალგაზრდა ხეები, რომლებიც სულ რამდენიმე წელია ამშვენებს გარემოს.ტყეში არსებული მოჭრილი, გამხმარი თუ დაავადებული ხეები აფერხებს ახალგაზრდა ხეების ზრდას.
მოსწავლეების ინიციატივაა, შეიქმნას ჯგუფები რომლებიც მოახდენენ ტყის მასივების გასუფთავებას ბუნებრივად მოთხრილი ხეებისა თუ ჭრების შედეგად დატოვებულლი ნარჩენებისგან. მიღებული რესურსი კი გადაეცეს გაჭირვებულ ოჯახებს.