ცხოველთა დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით,(საქართველოში პირველად აღინიშნა 2009 წელს) სიკო დოლიძის სახელობის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ამაღლების საჯარო სკოლაში არსებულმა ჯგუფ "ეკოლოგების" წევრებმა გადაწყვიტეს ჩაეტრებინათ აქცია "დავიცვათ ცხოველები."
აქციის ფარგლებში მოსწავლეებმა დაამზადეს ბანერები და ყუთი. გავიდნენ მოსახლეობაში თანხის შესაგროვებლად, რათა უსახლკარო ცხოველთათვის საკვები ეყიდათ. ბავშვებმა დააპურეს სოფელ ამაღლების და მის გარე ტერიტორიაძე მყოფი უსახლკარო ძაღლები.
"ჩვენი ეს წამოწყება მოიწონა სკოლის დირექტორმა, ქალბატონ ლალი ყაჭეიშვილმა და პირველი შესაწირიც სწორედ მან გააკეთა. მასთან ერთად აქციაში მონაწილეობა მიიღო: ამაღლების საჯარო სკოლის მოსწავლეებმა და პედაგოგებმა, ადგილობრივმა გამგეობამ, სოფელ შუა ამაღლების ცენტრში ახლად გახსნილმა მაღზიებმა, ჩოხატაურის რესურსცენტრმა და ჩოხატაურში მოძრავმა საპატრულო ეკიპაჟის თანამშრომლებმაც, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდით მათ. აქცია გადაიღო "გურია ნიუსის" ჟურნალისტმა და ეს ინფორმაცია გამოქვეყნდება "გურია ნიუსის" ვებ გვერდსა და გაზეთში" - ამბობს შუა ამაღების საჯარო სკოლის ეკოკლუბის ლიდერი, მარი თავაძე,