მარნეულის სოფელ მარადისის სკოლაში ცხოველთა მსოფლიო დღე აღინიშნა

4 ოქტომბერს, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ  მარადისის საჯარო სკოლაში აღინიშნა ცხოველთა მსოფლიო დღე. ამ დღესთან დაკავშირებით მოსწავლეებმა იმსჯელეს ქართველ მწერალთა ნაწარმოებებზე .( ნოდარ დუმბაძე „ ძაღლი “ , ვაჟა-ფშაველა „ შვლის ნუკრის ნაამბობი “ , ა.სულაკაური „ბიჭი და ძაღლი “ და სხვა).

მოსწავლეებმა წაიკითხეს ესეები რომლებიც ცხოველთა დაცვის თემასთან დაკავშირებით შექმნეს. ბიოლოგიის მასწავლებელი ზოია ფუტკარაძე ესაუბრა მოსწავლეებს ცხოველთა დაცვის მნიშნელობაზე . მოსწავლეებმა გადაწყვიტეს სამომავლოდ შეიმუშავონ სცენარი სპეკტაკლისთვის რომელიც მაყურებელს ცხოველთა დაცვისა და მოვლისკენ მოუწოდებს.

მარნეულის სოფელ მარადისის საჯარო სკოლის გუნდი, 2018 წლის ნიკო კეცხოველის სახელობის სასკოლო კონკურსის მეორეადგილოსანია.