თბილისის N31 სკოლის ეკოკლუიბელებმა "გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის" წარმომადგენელი მიიწვიეს.

თბილისის 31-ე საჯარო სკოლის ეკო-კლუბმა "დრიადებმა" ნიკო კეცხოველის სახელობის სასკოლო კონკურსის ფარგლებში სკოლაში "გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის" წარმომადგენელი მიიწვიეს. 

შეხვედრის ფროს განიხილეს და ისაუბრეს ნარჩენების მართვასა და ახალ ტექნოლოგიებზე, ნარჩენების ხარისხზე და მის დაყოფაზე. აუდიტორიაში იმყოფებოდნენ 7,8, და 9 კლასის მოსწავლეები. 

ლექციის ბოლოს "გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის" წარმომადგენელმა ერთგვარი ვიქტორინა ჩაატარა სხვადასხვა სახის ნარჩენის დაშლის პერიოდებზე. აქტივობა საკმაოდ სახალისო და შემეცნებითი აღმოჩნდა. ეს აქტივობა გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებიდან: სათემო განვითარებას და ბიომრავალფეროვნების კონსერვაციას პასუხობდა.