დაბა სურამის N1 სკოლა ნიკო კეცხოველის გზაზე

ნიკო კეცხოველის სახელობის სასკოლო კონკურსში ჩართული, ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამის N1 საჯარო სკოლის ეკოკლუბის წევრები აქტიურად თანამშრომლობენ მათი სკოლის სამოქალაქო კლუბთან/ მათ ერთად აწარმოეს კვლევა და დაინტერესდნენ თუ რამდენად არიან ინფორმირებული მოსწავლეები იმ ეკოლოგიურ საფრთხეებზე, რასაც იწვევს გარემოს დაბინძურება. 

"ჩვენი კვლევის შედეგი რბილად რომ ვთქვათ არ არის სახარბიელო. პრობლემის გადასაჭრელად გადავწყვიტეთ გავამდიდროთ სკოლის ბიბლიოთეკა და შევიძინოთ მხატვრული და შემეცნებითი ჟანრის ლიტერატურა, რომლებიც ეხება ბუნების თემათიკას, ეკოლოგიას, ბუნებრივი რესურსების მართვასა და მდგრად განვითარებას. მოვახდინოთ ამ ლიტერატურით მოსწავლეების დაინტერესება და ჩავრთოთ ჩვენ მიერ განხორციელებულ პრაქტიკულ საქმიანობაში" - ამბობს დაბა სურამის N1 სკოლის ეკოკლუბის ლიდერი, მარიამ ხაჩიჩე. 

დაბა სურამის N1 საჯარო სკოლა ნიკო კეცხოველის სახელობის სასკოლო კონკურსის ახალი მონაწილეა.