მცხეთის სოფელ გალავნის სკოლაში ტყის ბუნებრივი რესურსები განიხილეს

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გალავნის საჯარო სკოლის ეკოკლუბ მართვეს კურატორმა ციცინო რომელაშვილმა ჩაატარა თავისუფალი გაკვეთილი თემაზე "ტყის ბუნებრივი რესურსები". მან აღნიშნა,რომ საქართველოს ტყე განსაკუთრებული ფასეულობის მქონე ბუნებრივი რესურსია,რომელიც ქვეყნის ტერიტორიის 40 % შეადგენს. მას უდიდესი ეროვნული და გლობალური მნიშვნელობა აქვს. 

გარდა იმისა.რომ ტყე განაპირობებს ყნიკალური ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებას აქვს მოსახლეობისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა. ტყე უზრუნველყოფს ეკონომიკის სხვადასხვა დარგების ფუნქციონირებას. ის გამოიყენება მოსახლეობის ისეთი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლადაც როგორიცაა: სამასალე, საშეშე მერქნით უზრუნველყოფა. ასევე ფასდაუდებელია ტყის როლი ფარმაცევტულ საქმიანობაში და სხვა. 

ბოლოს მოსწავლეებმა ისაუბრეს თუ რა საშიშროება ელის ტყეს ანტროპოგენური ფაქტორების გამო. კლუბის წევრები აქტიურად იყვნენ ჩართული დისკუსიაში. დაგეგმეს მსგავსი თემატიკის დისკუსიები სამომავლოდ სხვა მოსწავლეების დასწრებით.