ზუგდიდის პრინც მიურატის სახელობის ქართულ-ფრანგული სკოლის "მწვანე აქტივობები"

სამეგრელოში, ქალაქ ზუგდიდის პრინც მიურატის სახელობის ქართულ-ფრანგული სკოლის მოსწავლეებმა, ნიკო კეცხოველის სახელობის სასკოლო კონკურსის ფარგლებში განხორციელებული ერთ-ერთი გარემოსდაცივითი ღონისძიების დროს აღმოაჩინეს სრულიად განსხვავებული და უცხო მინდვრის ყვავილები, რომელთა სახელები მათთვის უცნობი გახლდათ.

ზუგდიდელი მოსწავლეებისათვის ეს აღმოჩენა საინტერესო პროექტის იდეად იქცა და მათ სურთ სკოლაში წამოიწყონ ახალი მოძრაობა სახელწოდებით: "აღმოაჩინე მინდვრის ყვავილი“. ეს მოძრაობა პირველ რიგში  გულისხმობს იმას, რომ ყოველი კლასი ცალკე ეცდება ახალი ყვავილების აღმოჩენას და შემდეგ აღმოჩენილ უნიკალურ მცენარეებს ჯგუფის მიერ შედგენილ წიგნში შეიტანენ.

ქალაქ ზუგდიდის პრინც მიურატის სახელობის ქართულ-ფრანგული სკოლა ნიკო კეცხოველის სახელობის სასკოლო კონკურსის ახალი მონაწილეა.