ხელვაჩაურელი მოსწავლეების შთაბეჭდილებები ბათუმის სამეცნიერო პიკნიკზე

2018 წლის 28 სექტემბერს საქართველოს განათლების,მეცნიერების ,კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ბათუმის შოთა რუსთაველის უნუვერსიტეტის ორგანიზებით „ბათუმის სამეცნიერო პიკნიკი“ მეორედ გაიმართა. მინდია აბაშიძის სახელობის თხილნარის N1 საჯარო სკოლის ეკოკლუბის წევრებმა ამ მნიშვნელოვან საგანმანათლებლო სამეცნიერო პიკნიკში მიიღო მონაწილება და გაეცნენ ქართველ და უცხოელ მკლევართა მიღწევებს. 

კლუბის წევრებისათვის საინტერესო იყო ბიოლოგიისა და ქიმიის პავილიონები. მომავალი ბიოლოგები გაეცნენ მცენარის აგებულებას, ნიადაგის მჟავიანობისა და ტენიანობის განსაზღვრას, მცენარეთა უჯრედის დემონსტრაციას. ქიმიკოსების პავილიონში საინტერესი იყო ვულკანი ჯამში, ოქროს წვიმა,ქიმიური გველები, ეგვიპტის წყვდიადი, ჯადოსნური რძე, ქიმიური ორთქმავალი, იისფერი კვამლი და სხვა. 

"დავათვალიერეთ ადამიანის აგებულება თანამედროვე მულაჟებზე. გავეცანით ფიზიკის თანამედროვე მიღწევებს, ულტრაბგერით მეგზურებს უსინათლოებისათვის, ჭკვიანი ნაგვის ყუთებს და სხვა მრავალ თანამედროვე გამოგონებასა და მიღწევებს.დღეს ხარისხიანი განათლება ყველა ოჯახის ბავშვისთვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი. ასეთი სახის სამეცნიერო პიკნიკები მოზარდს აძლევს საშუალებას პროფესიის სწორად არჩევასა და მომავლის სწორად დაგეგმვაში" - ამბობენ თხილნარელი ეკოკლუბელები.