ოზურგეთის დაბა ნარუჯას სკოლის ეკოკლუბელებმა სექტემბრის თვეში მათი აქტივობები შეაჯამეს

ოზურგეთის დაბა ნარუჯის საჯარო სკოლის ეკოკლუბ Nature-ს წევრები სკოლის ეკოჰაბში კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ. შეკრების ძირითადი მიზანი გახლდათ განვლილი მუშაობის შეჯამება, რომელიც ეკოკლუბის წევრებმა სექტემბრის თვეში განახორციელეს. ბავშვები გამოეხმაურენ ყველა მნიშვნელოვან თარიღს და რაღა თქმა უნდა მდგრადი განვითარების მიზნებს. 

აქტივობების განხორციელებაში ეკოკლუბის ყველა წევრმა აქტიური მონაწილეობა მიიღო.ეკოკლუბის სპიკერმა, ეკოკლუბის წევრებთან ერთად დაგეგმეს ოქტომბრის თვის აქტივობები, კვლავ ყურადღებით მიადევნებენ თვალს ,,გარემოსდაცვითი კალენდრის ღირსშესანიშნავ თარიღებს’’, რომელიც სკოლის ეკოჰაბში თვალსაჩინო ადგილზეა გამოკრული, მოხდება პარტნიორი სკოლების ეკოკლუბის წევრების მოწვევა სკოლის ეკოჰაბში.

პარტნიორ სკოლასთან ერთად ჩატარდება დასუფთავების აქცია დევიზით ,,დასუფთავების დღე არის ყოველ დღე’’, გარემოსდაცვითი განათლების ამაღლების მიზნით ჩატარდება ლექცია -საუბრები სკოლის მოსწავლეებთან, მოეწყობა პრეზენტაცია ,,ჩემი თვალით დანახული რეალური გარემო’’, ,,მდგრადი განვითარების მიზნების’ ’მიხედვით კვლავ გაგრძელდება სხვადასხვა აქტივობების განხორციელება. ეკოკლუბის წევრებმა დავალებები გაინაწილეს და ჩაინიშნეს მომავალი სამუშაო შეხვედრა.