სოფელ როკითის სკოლის დასუფთავების აქციაში ადგილობრივი გამგეობის თანამშრომლებიც მონაწილებდნენ

იმერეთში, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ როკითის საჯარო სკოლის ეკოკლუბმა ნიკო კეცხოველის სახელობის სასკოლო კონკურსის ფარგლებში მიიღო გამოწვევა, რომ ხშირად მიიღებდა მონაწილეობას დასუფთავების აქციაში და სამოქმედო გეგმის შესაბამისად მოაწყო მორიგი დასუფთავების აქცია. 

ღონისძიებაში როკითის სკოლის მოსწავლეებთან ერთად მონაწილეობდნენ მასწავლებლები, სოფლის მოსახლეობა და სოფლის გამგეობის თანამშრომლები, საერთო ჩართულობით დასუფთავდა სოფლის მთავარი ქუჩის გასწვრივ ტერიტორია, სოფლის სკვერი, ამბულატორიის ეზო. დასუფთავების აქციის მიზანი იყო გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება და სოციალური პასუხისმგებლობის გაზრდა.