ლენტეხის სოფელ ხოფურის სკოლის მოსწავლეებმა ხანდაზმულთა საერთაშორისო დღე აღნიშნეს

ქვემო სვანეთში, ნიკო კეცხოველის სასკოლი კონკურსის მონაწილე,  ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოფურის საჯარო სკოლის ეკო-გუნდი "ლემშვანიერას’’ წევრებმა ხანდაზმულთა საერთაშორისო დღე, 1 ოქტომბერი მიულოცეს ხოფურის საბავშვო ბაღის აღმზრდელ-მასწავლებელს მარგო ჩანქსელიანს.

ქალბატონი მარგო ამჟამად მარტოხელაა და ცხოვრობს სოფელ ხოფურში. მოსწავლეებმა ღვაწლმოსილ პედაგოგს აღუთქვეს სხვადასხვა სამუშაოებში დახმარება. კერძოდ მას მოსწავლეები დაპირდნენ, რომ დაეხმარებიან საზამთროდ შეშის დაჩეხვა დაბინავებაში.

ლენტეხის სოფელ ხოფურის სკოლა ნიკო კეცხოველის სახელობის სასკოლო კონკურსის ახალი მონაწილეა.